Сообщения

Сообщения за май, 2017

VII დღის რეფლექსია

                      ვისაუბრეთ, შევასწორეთ და წარმოვადგინეთ  ბუკლეტები. დავიწყეთ მუშაობა  Power Point - ის შესაქმნელად. ვისაუბრეთ  თითოეული გვერდის აუცილებელ ჩანაწერზე.მოსწავლის ნიმუშში მოვათავსეთ სლაიდ შოუ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სახით.                       დღევანდელი მუსაობით კმაყოფილი ვარ.

VIდღის რეფლექსია

                      ვისაუბრეთ ბუკლეტის საჭიროებაზე , მის მომზადებაზე.   პროექტის სწავლებიდან  გადმოვიტანეთ ბუკლეტის შაბლონი, შევავსეთ  ბუკლეტი და შევინახეთ მოსწავლის ნიმუშში.                          რესურსებიდან აგრეთვე გადმოვიტანეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი- MLA ფორმატი და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი).  ვისწავლეთ სურათების ვებ. მისამართის  კოპირებით გადმოტანა და იმავე სურათების შენახვა"სურათები, აუდიო, ვიდეოში"                          დღევანდელი ტრენინგი იყო საკმაოდ დატვირთული და საჭირო.

V დღის რეფლექსია

                ვისაუბრეთ მოსწავლის საჭირო წინარე ცოდნაზე .ჩამოვაყალიბეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები; მივუთითეთ რომელ ეტაპზეა შესაძლებელი მათი გამოყენება.  გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.. ბოლოს შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო. ასევე ვისაუბრეთ და  შევავსეთ,  რა ბეჭდური მასალები, ინტერნეტ რესურსები; გამოვიყენეთ პროექტისათვის.  მივუთითეთ სხვა დამატებითი რესურსები.                     საკმაოდ ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. მადლობა საინტერესო ტრენინგისათვის.

IV დღის რეფლექსია

                         ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ.  განვიხილეთ რა აქტივონენში შეგვიძლია მივაღებინოთ მონაწილეობა სსმ  ან სუსტ მოსწავლეს, არაქართულენოვან და ნიჭიერ მოსწავლეებს.  სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ შესაბამისი გრაფები.                         ავღნიშნეთ ჩვენს მიერ არჩეული  სასწავლო პროექტისთვისსაჭირო რესურსები.                          თანდათან უფრო საინტერესო და  ნაყოფიერი ხდება ჩვენი მუშაობა.

III დღის რეფლექსია

                      დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ დავალების შემოწმებით.  ვისაუბრეთ და პროექტის გეგმაში შევიტანეთ სასწავლო  პროექტის მიზნები.  ვისაუბრეთ როგორ განვასხვავოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.დამატებით რესურსებში მოვძებნეთ "მიმართულების მომცემი საკვანზო კითხვების მაგალითები". რაც დაგვეხმარა კითხვების დასმაში. ტრენინგის დასასრულს დავწერეტ და გავაგზავნეტ დღევანდელი ტრენინგის რეფლექსია.

II დღის ტრენინგის რეფლექსია

            ტრენინგი დავიწყეთ შაბლონის შევსებით.  ე.ს.გ.-დან გადმოვიტანეთ ჩვენს პროექტს მორგებული საჭირო სტანდარტი და შევიტანეთ შაბლონის გრაფაში.  შემდეგ პროექტებით სწავლებიდან გადმოვიტანეთ "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები".  შევიტანეთ შაბლონში.   ბოლოს  გავხსენით  Blogger-ი   და  გამოვაქვეყნეთ დღევანდელი წერილი.